Воскресенье, 19.11.2017, 22:49

Приветствую Вас Гость | RSS | Главная | Бытие 46 | Регистрация | Вход


 

 

Бытие

Глава 46



И отправился Израиль со всем, что у него было, и пришел в Вирсавию, и принес жертвы Богу отца своего Исаака.
2 И сказал Бог Израилю в видении ночном: Иаков! Иаков! Он сказал: вот я.
3 Бог сказал: Я Бог, Бог отца твоего; не бойся идти в Египет, ибо там произведу от тебя народ великий;
4 Я пойду с тобою в Египет, Я и выведу тебя обратно. Иосиф своею рукою закроет глаза твои.
5 Иаков отправился из Вирсавии; и повезли сыны Израилевы Иакова отца своего, и детей своих, и жен своих на колесницах, которые послал фараон, чтобы привезти его.
6 И взяли они скот свой и имущество свое, которое приобрели в земле Ханаанской, и пришли в Египет, - Иаков и весь род его с ним.
7 Сынов своих и внуков своих с собою, дочерей своих и внучек своих и весь род свой привел он с собою в Египет.
8 Вот имена сынов Израилевых, пришедших в Египет: Иаков и сыновья его. Первенец Иакова Рувим.
9 Сыны Рувима: Ханох и Фаллу, Хецрон и Харми.
10 Сыны Симеона: Иемуил и Иамин, и Огад, и Иахин, и Цохар, и Саул, сын Хананеянки.
11 Сыны Левия: Гирсон, Кааф и Мерари.
12 Сыны Иуды: Ир и Онан, и Шела, и Фарес, и Зара; но Ир и Онан умерли в земле Ханаанской. Сыны Фареса были: Есром и Хамул.
13 Сыны Иссахара: Фола и Фува, Иов и Шимрон.
14 Сыны Завулона: Серед и Елон, и Иахлеил.
15 Это сыны Лии, которых она родила Иакову в Месопотамии, и Дину, дочь его. Всех душ сынов его и дочерей его - тридцать три.
16 Сыны Гада: Цифион и Хагги, Шуни и Эцбон, Ери и Ароди и Арели.
17 Сыны Асира: Имна и Ишва, и Ишви, и Бриа, и Серах, сестра их. Сыны Брии: Хевер и Малхиил.
18 Это сыны Зелфы, которую Лаван дал Лии, дочери своей; она родила их Иакову шестнадцать душ.
19 Сыны Рахили, жены Иакова: Иосиф и Вениамин.
20 И родились у Иосифа в земле Египетской Манассия и Ефрем, которых родила ему Асенефа, дочь Потифера, жреца Илиопольского.
21 Сыны Вениамина: Бела и Бехер и Ашбел; Гера и Нааман, Эхи и Рош, Муппим и Хуппим и Ард.
22 Это сыны Рахили, которые родились у Иакова, всего четырнадцать душ.
23 Сын Дана: Хушим.
24 Сыны Неффалима: Иахцеил и Гуни, и Иецер, и Шиллем.
25 Это сыны Валлы, которую дал Лаван дочери своей Рахили; она родила их Иакову всего семь душ. 26 Всех душ, пришедших с Иаковом в Египет, которые произошли из чресл его, кроме жен сынов Иаковлевых, всего шестьдесят шесть душ.
27 Сынов Иосифа, которые родились у него в Египте, две души. Всех душ дома Иаковлева, перешедших в Египет, семьдесят.
28 Иуду послал он пред собою к Иосифу, чтобы он указал путь в Гесем. И пришли в землю Гесем.
29 Иосиф запряг колесницу свою и выехал навстречу Израилю, отцу своему, в Гесем, и, увидев его, пал на шею его, и долго плакал на шее его.
30 И сказал Израиль Иосифу: умру я теперь, увидев лице твое, ибо ты еще жив.
31 И сказал Иосиф братьям своим и дому отца своего: я пойду, извещу фараона и скажу ему: братья мои и дом отца моего, которые были в земле Ханаанской, пришли ко мне; 32 эти люди пастухи овец, ибо скотоводы они; и мелкий и крупный скот свой, и все, что у них, привели они.
33 Если фараон призовет вас и скажет: какое занятие ваше?
34 то вы скажите: мы, рабы твои, скотоводами были от юности нашей доныне, и мы и отцы наши, чтобы вас поселили в земле Гесем. Ибо мерзость для Египтян всякий пастух овец.

 

დაბადება

 

თავი 46

1. გაემგზავრა ისრაელი მთელი თავისი საბადებლითურთ, მივიდა ბერშებას და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის, ისაკის, ღმერთს.
2. უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამეულ ხილვაში: იაკობ, იაკობ! მიუგო: აქა ვარ.
3. უთხრა: მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა. ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად.
4. მეც ჩაგყვები ეგვიპტეში, მევე ამოგიყვან იქიდან და იოსები დაგიხუჭავს თვალებს საკუთარი ხელით.
5. აიყარა იაკობი ბერშებადან და წაიყვანეს ისრაელიანებმა იაკობი, თავიანთი მამა, და თავიანთი ცოლ-შვილი ურმებით, ფარაონმა რომ გამოუგზავნა.
6. წამოასხეს საქონელი და მთელი მონაგები, რაც მოიგეს ქანაანის ქვეყანაში და მივიდნენ ეგვიპტეს - იაკობი და მთელი მისი მონაგარი.
7. თავისი ვაჟიშვილები, ვაჟიშვილთა შვილები, ასულები და ვაჟიშვილთა ასულები - მთელი თავისი მონაგარი ჩაიყვანა ეგვიპტეს.
8. აჰა, ისრაელიანთა სახელები, რომელნიც ეგვიპტეში ჩავიდნენ: იაკობი და მისი ძენი; იაკობის პირმშო რეუბენი.
9. რეუბენის ძენი: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.
10. სიმონის ძენი: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და საული - ქანაანელი დედაკაცის შვილი.
11. ლევის ძენი: გერშონი, კეჰათი და მერარი.
12. იუდას ძენი: ყერი, ონანი, შელა, ფარეცი და ზარახი. ყური და ონანი ქანაანის ქვეყანაში დაიხოცნენ. ფარეცის ძენი იყვნენ ხეცრონი და ხამული.
13. ისაქარის ძენი: თოლაყი, ფუვა, იობი და შიმრონი.
14. ზებულონის ძენი: სერედი, ელონი და იეხალიელი.
15. ესენი არიან ლეას შვილები, რომელნიც უშვა მან იაკობს ფადან-არამში - და დინა, მისი ასული. სულ ოცდაცამეტი სული - ვაჟი და ასული.
16. გადის ძენი: ციფიონი, ხაგი, შუნი, უცბონი, ყეთი, აროდი და არიელი.
17. აშერის ძენი: იმნა, იშვა, იშვი, ბერიყა და მათი სერახი; ბერიყას ძენი: ხებერი და მალქიელი.
18. ესენი არიან შვილები ზილფასი, რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს, ლეას, და უშვა მან იაკობს ისინი - თექვსმეტი სული.
19. რახელის ძენი; იაკობის ცოლისა: იოსები და ბენიამინი.
20. შეეძინა იოსებს ეგვიპტის ქვეყანაში ვაჟიშვილები, რომლებიც უშვა მას ასენეთმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა: მენაშე და ეფრემი.
21. ბენიამინის ძენი: ბელაყი, ბეხერი, აშბელი, გერა, ნაყამანი, როში, მუფიმი, ხუფიმი და არდი.
22. ესენი არიან რახელის შვილები, რომლებიც შეეძინა იაკობს - სულ თოთხმეტი სული.
23. დანის ძე: ხუშიმი.
24. ნაფთალის ძენი: იახცეელი, გუნი, იეცერი და შილემი.
25. ესენი არიან შვილები ბილჰასი, რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს, რახელს, და უშვა ისინი იაკობს - სულ შვიდი სული.
26. იაკობთან ერთად ეგვიპტეში ჩასულნი, მისი საზარდულიდან გამოსულნი, იაკობის ძეთა ცოლების გარდა, სულ იყვნენ სამოცდაექვსი სული.
27. და იოსების ძენი, რომელნიც შეეძინა მას ეგვიპტეში - სულ ორი სული. იაკობის მოდგმა, ეგვიპტეში რომ ჩავიდა, მთლიანად იყო სულ სამოცდაათი სული.
28. წინასწარ გაგზავნა იაკობმა იუდა იოსებთან, რომ იგი დახვედროდა მათ გოშენში, და წავიდნენ გოშენის მხარისკენ.
29. აღკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და დაიძრა თავისი მამის, ისრაელის, შესახვედრად გოშენისკენ. იხილა იგი, ყელზე მოეჭდო და დიდხანს ტიროდა მის ყელზე გადაჭდობილი.
30. უთხრა ისრაელმა იოსებს: თუნდაც მოვკვდე ახლა, რაკიღა ცოცხალს გხედავ.
31. უთხრა იოსებმა თავის ძმებს და მამის სახლს: წავალ, ვამცნობ ფარაონს და ვეტყვი: ჩემი ძმები და მამისსახლი, ქანაანის ქვეყანაში რომ იყვნენ, ჩემთან ჩამოვიდნენ.
32. მეცხვარეები არიან-მეთქი, მესაქონლეები; ცხვარ-ძროხა და ყველაფერი, რაც კი ებადათ, წამოასხეს-მეთქი.
33. როცა მოგიხმობთ ფარაონი და შეგეკითხებათ, რა საქმეს მისდევთო.
34. უთხარით, მეჯოგე ხალხი გართ შენი მორჩილი სიყრმიდან დღემდე, ჩვენცა და ჩვენი მამა-პაპაც-თქო, რათა დაემკვიდროთ გოშენის მხარეში, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ყოველი მეცხვარე.

Данный материал взят с сайта http://www.orthodoxy.ge

Меню сайта

Поиск

Мини-чат

Статистика


Онлайн всего: 1
Гостей: 1
Пользователей: 0

Форма входа

Календарь

«  Ноябрь 2017  »
ПнВтСрЧтПтСбВс
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930