Понедельник, 11.12.2017, 18:01

Приветствую Вас Гость | RSS | Главная | Исход 4 | Регистрация | Вход


 

 

Исход

Глава 4



1 И отвечал Моисей и сказал: а если они не поверят мне и не послушают голоса моего и скажут: не явился тебе Господь?
2 И сказал ему Господь: что это в руке у тебя? Он отвечал: жезл.
3 Господь сказал: брось его на землю. Он бросил его на землю, и жезл превратился в змея, и Моисей побежал от него.
4 И сказал Господь Моисею: простри руку твою и возьми его за хвост. Он простер руку свою, и взял его; и он стал жезлом в руке его.
5 Это для того, чтобы поверили, что явился тебе Господь, Бог отцов их, Бог Авраама, Бог Исаака и Бог Иакова.
6 Еще сказал ему Господь: положи руку твою к себе в пазуху. И он положил руку свою к себе в пазуху, вынул ее, и вот, рука его побелела от проказы, как снег.
7 Еще сказал: положи опять руку твою к себе в пазуху. И он положил руку свою к себе в пазуху; и вынул ее из пазухи своей, и вот, она опять стала такою же, как тело его.
8 Если они не поверят тебе и не послушают голоса первого знамения, то поверят голосу знамения другого;
9 если же не поверят и двум сим знамениям и не послушают голоса твоего, то возьми воды из реки и вылей на сушу; и вода, взятая из реки, сделается кровью на суше.
10 И сказал Моисей Господу: о, Господи! человек я не речистый, и таков был и вчера и третьего дня, и когда Ты начал говорить с рабом Твоим: я тяжело говорю и косноязычен.
11 Господь сказал: кто дал уста человеку? кто делает немым, или глухим, или зрячим, или слепым? не Я ли Господь?
12 итак пойди, и Я буду при устах твоих и научу тебя, что тебе говорить.
13 Моисей сказал: Господи! пошли другого, кого можешь послать.
14 И возгорелся гнев Господень на Моисея, и Он сказал: разве нет у тебя Аарона брата, Левитянина? Я знаю, что он может говорить, и вот, он выйдет навстречу тебе, и, увидев тебя, возрадуется в сердце своем;
15 ты будешь ему говорить и влагать слова в уста его, а Я буду при устах твоих и при устах его и буду учить вас, что вам делать;
16 и будет говорить он вместо тебя к народу; итак он будет твоими устами, а ты будешь ему вместо Бога;
17 и жезл сей возьми в руку твою: им ты будешь творить знамения.
18 И пошел Моисей, и возвратился к Иофору, тестю своему, и сказал ему: пойду я, и возвращусь к братьям моим, которые в Египте, и посмотрю, живы ли еще они? И сказал Иофор Моисею: иди с миром.
19 И сказал Господь Моисею в земле Мадиамской: пойди, возвратись в Египет, ибо умерли все, искавшие души твоей.
20 И взял Моисей жену свою и сыновей своих, посадил их на осла и отправился в землю Египетскую. И жезл Божий Моисей взял в руку свою.
21 И сказал Господь Моисею: когда пойдешь и возвратишься в Египет, смотри, все чудеса, которые Я поручил тебе, сделай пред лицем фараона, а Я ожесточу сердце его, и он не отпустит народа.
22 И скажи фараону: так говорит Господь: Израиль есть сын Мой, первенец Мой;
23 Я говорю тебе: отпусти сына Моего, чтобы он совершил Мне служение; а если не отпустишь его, то вот, Я убью сына твоего, первенца твоего.
24 Дорогою на ночлеге случилось, что встретил его Господь и хотел умертвить его.
25 Тогда Сепфора, взяв каменный нож, обрезала крайнюю плоть сына своего и, бросив к ногам его, сказала: ты жених крови у меня.
26 И отошел от него Господь. Тогда сказала она: жених крови - по обрезанию.
27 И Господь сказал Аарону: пойди навстречу Моисею в пустыню. И он пошел, и встретился с ним при горе Божией, и поцеловал его. =2.11.7.
28 И пересказал Моисей Аарону все слова Господа, Который его послал, и все знамения, которые Он заповедал.
29 И пошел Моисей с Аароном, и собрали они всех старейшин сынов Израилевых,
30 и пересказал Аарон все слова, которые говорил Господь Моисею; и сделал Моисей знамения пред глазами народа,
31 и поверил народ; и услышали, что Господь посетил сынов Израилевых и увидел страдание их, и преклонились они и поклонились.

 

გამოსვლათა

 

თავი 4

1. მიუგო მოსემ და უთხრა: არ დამიჯერებენ, არ შეისმენენ ჩემს სიტყვას. რომ მითხრან, არ გამოგცხადებიაო უფალი? 2. უთხრა უფალმა: რა გიჭირავს ხელში? მიუგო: კვერთხი.
3. უთხრა: მიწაზე დააგდე! დააგდო მიწაზე და გველად იქცა. და გაერიდა მას მოსე.
4. უთხრა უფალმა მოსეს: გაიწოდე ხელი და კუდზე მოკიდე. გაიწოდა ხელი და მოჰკიდა, და ისევ კვერთხად იქცა მის ხელში.
5. ამით დაგიჯერებენ, რომ გამოგეცხადა უფალი, მათი მამა-პაპის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი.
6. კვლავ უთხრა მას უფალმა: უბეში ჩაიყავი ხელი! მანაც ჩაიყო უბეში ხელი. უკან გამოიღო და, აჰა, ხედავს, თოვლივით გასთეთრებია კეთრისგან ხელი.
7. უთხრა: ისევ ჩაიყავი ხელი უბეში! ისევ ჩაიყო ხელი უბეში. უკან გამოიღო უბიდან და, აჰა, ხედავს ხორცისფერი დაბრუნებია ხელს.
8. თუ არ დაგიჯერეს და არ გერწმუნენ პირველ სასწაულზე, ამ მეორე სასწაულზე მაინც გერწმუნებიან.
9. თუ ამ ორ სასწაულზეც არ გერწმუნენ და არ შეისმინეს შენი სიტყვა, ამოიღე წყალი ნილოსიდან და ხმელეთზე დაღვარე. წყალი, რომელსაც ნილოსიდან ამოიღებ, სისხლად იქცევა ხმელეთზე.
10. უთხრა მოსემ უფალს: გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ, არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მორჩილს. ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ.
11. უთხრა უფალმა: ვინ მისცა ბაგე ადამიანს, ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, თვალხილულს ან ბრმას, თუ არა მე, უფალი?
12. ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგესთან: გასწავლი, რა უნდა თქვა.=2.2.54.
13. უთხრა მოსემ: გევედრები, უფალო, სხვა ვინმე გაგზავნე.
14. განურისხდა უფალი მოსეს და უთხრა: განა შენი ძმა არ არის ლევიანი აარონი? ვიცი, რომ ლაპარაკით ის ილაპარაკებს. აჰა, მზად არის იგი შენს შესახვედრად, დაგინახავს და გულით გაიხარებს
. 15. ელაპარაკე და ბაგეში ჩაუდე სიტყვები; მე ვიქნები შენს ბაგესთან და მის ბაგესთან. გასწავლით, რა უნდა გააკეთოთ.
16. ის ილაპარაკებს ხალხთან შენს ნაცვლად, ის იქნება შენთვის ბაგე, ხოლო შენ ღმერთი იქნები მისთვის.
17. ხელში გეჭიროს ეგ კვერთხი, რომლითაც სასწაულებს მოახდენ.
18. წავიდა მოსე და დაბრუნდა ითროსთან, თავის სიმამრთან, და უთხრა: წავალ, დავბრუნდები ჩემს ძმებთან ეგვიპტეში, ვნახავ, ცოცხლები არიან თუ არა. უთხრა ითრომ მოსეს: მშვიდობით იარე.
19. უთხრა უფალმა მოსეს მიდიანში: წადი, დაბრუნდი ეგვიპტეში, რადგან ყველანი დაიხოცნენ, ვინც მოკვლას გიპირებდა.
20. შესხა მოსემ სახედრებზე თავისი ცოლი და შვილები და წავიდა ეგვიპტის ქვეყანაში. ხელში დაიჭირა მოსემ ღვთიური კვერთხი.
21. უთხრა უფალმა მოსეს: ახლა მიდიხარ და, იცოდე, როცა დაბრუნდები ეგვიპტეში, ფარაონის წინაშე მოახდენ ყველა სასწაულს, რომელიც ხელში ჩაგიდევი. გულს გავუსასტიკებ ფარაონს და არ გაუშვებს ხალხს.
22. უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ჩემი პირმშო შვილია ისრაელი.
23. გეუბნება, გაუშვიო ჩემი შვილი, რათა თაყვანი მცეს. თუ არ გაუშვებ, მოგიკლავ შვილს, შენს პირმშოს.
24. გზაზე, ღამეს რომ ათევდნენ, დაუხვდა მას უფალი და მოკვლა დაუპირა.
25. აიღო ციფორამ კაჟი და ჩუჩა წააჭრა შვილს, ფეხებთან დაუგდო და თქვა: სისხლის სიძე ხარ ჩემი.
26. გაეცალა მას უფალი. მაშინ თქვა ციფორამ: სისხლის სიძე წინდაცვეთით.
27. უთხრა უფალმა აარონს: წადი, შეეგებე უდაბნოში მოსეს. წავიდა და შეხვდა მას ღვთის მთასთან, და აკოცა. =2.11.7.
28. ამცნო მოსემ აარონს ყოველი სიტყვა უფლისა, რომელმაც გამოგზავნა იგი, და ყველა სასწაული, რომლის აღსრულებაც უბრძანა.
29. წავიდნენ მოსე და აარონი და შეკრიბეს ისრაელიანთა უხუცესები.
30. თქვა აარონმა ყოველი სიტყვა, რაც უფალმა უთხრა მოსეს. და მოახდინა მოსემ სასწაულები ხალხის თვალწინ.
31. დაიჯერა ხალხმა და ირწმუნა, რომ მოხედა უფალმა ისრაელიანებს და დაინახა მათი ჩაგვრა. მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს.

Данный материал взят с сайта http://www.orthodoxy.ge

Меню сайта

Поиск

Мини-чат

Статистика


Онлайн всего: 1
Гостей: 1
Пользователей: 0

Форма входа

Календарь

«  Декабрь 2017  »
ПнВтСрЧтПтСбВс
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031