Воскресенье, 19.11.2017, 22:52

Приветствую Вас Гость | RSS | Главная | Исход 28 | Регистрация | Вход


 

 

Исход

Глава 28

И возьми к себе Аарона, брата твоего, и сынов его с ним, от среды сынов Израилевых, чтоб он был священником Мне, Аарона и Надава, Авиуда, Елеазара и Ифамара, сынов Аароновых.
2 И сделай священные одежды Аарону, брату твоему, для славы и благолепия.
3 И скажи всем мудрым сердцем, которых Я исполнил духа премудрости, чтобы они сделали Аарону одежды для посвящения его, чтобы он был священником Мне.
4 Вот одежды, которые должны они сделать: наперсник, ефод, верхняя риза, хитон стяжной, кидар и пояс. Пусть сделают священные одежды Аарону, брату твоему, и сынам его, чтобы он был священником Мне.
5 Пусть они возьмут золота, голубой и пурпуровой и червленой шерсти и виссона,
6 и сделают ефод из золота, из голубой, пурпуровой и червленой шерсти, и из крученого виссона, искусною работою.
7 У него должны быть на обоих концах его два связывающие нарамника, чтобы он был связан.
8 И пояс ефода, который поверх его, должен быть одинаковой с ним работы, из золота, из голубой, пурпуровой и червленой шерсти и из крученого виссона.
9 И возьми два камня оникса и вырежь на них имена сынов Израилевых:
10 шесть имен их на одном камне и шесть имен остальных на другом камне, по порядку рождения их;
11 чрез резчика на камне, который вырезывает печати, вырежь на двух камнях имена сынов Израилевых; и вставь их в золотые гнезда
12 и положи два камня сии на нарамники ефода: это камни на память сынам Израилевым; и будет Аарон носить имена их пред Господом на обоих раменах своих для памяти.
13 И сделай гнезда из золота;
14 и две цепочки из чистого золота, витыми сделай их работою плетеною, и прикрепи витые цепочки к гнездам.
15 Сделай наперсник судный искусною работою; сделай его такою же работою, как ефод: из золота, из голубой, пурпуровой и червленой шерсти и из крученого виссона сделай его; 16 он должен быть четыреугольный, двойной, в пядень длиною и в пядень шириною;
17 и вставь в него оправленные камни в четыре ряда; рядом: рубин, топаз, изумруд, - это один ряд;
18 второй ряд: карбункул, сапфир и алмаз;
19 третий ряд: яхонт, агат и аметист;
20 четвертый ряд: хризолит, оникс и яспис; в золотых гнездах должны быть вставлены они.
21 Сих камней должно быть двенадцать, по числу сынов Израилевых , по именам их; на каждом, как на печати, должно быть вырезано по одному имени из числа двенадцати колен. 22 К наперснику сделай цепочки витые плетеною работою из чистого золота;
23 и сделай к наперснику два кольца из золота и прикрепи два кольца к двум концам наперсника;
24 и вдень две плетеные цепочки из золота в оба кольца по концам наперсника,
25 а два конца двух цепочек прикрепи к двум гнездам и прикрепи к нарамникам ефода с лицевой стороны его;
26 еще сделай два кольца золотых и прикрепи их к двум другим концам наперсника, на той стороне, которая лежит к ефоду внутрь;
27 также сделай два кольца золотых и прикрепи их к двум нарамникам ефода снизу, с лицевой стороны его, у соединения его, над поясом ефода;
28 и прикрепят наперсник кольцами его к кольцам ефода шнуром из голубой шерсти, чтобы он был над поясом ефода, и чтоб не спадал наперсник с ефода.
29 И будет носить Аарон имена сынов Израилевых на наперснике судном у сердца своего, когда будет входить во святилище, для постоянной памяти пред Господом.
30 На наперсник судный возложи урим и туммим, и они будут у сердца Ааронова, когда будет он входить во святилище пред лице Господне; и будет Аарон всегда носить суд сынов Израилевых у сердца своего пред лицем Господним.
31 И сделай верхнюю ризу к ефоду всю голубого цвета;
32 среди ее должно быть отверстие для головы; у отверстия ее вокруг должна быть обшивка тканая, подобно как у отверстия брони, чтобы не дралось;
33 по подолу ее сделай яблоки из нитей голубого, яхонтового, пурпурового и червленого цвета, вокруг по подолу ее; позвонки золотые между ними кругом:
34 золотой позвонок и яблоко, золотой позвонок и яблоко, по подолу верхней ризы кругом;
35 она будет на Аароне в служении, дабы слышен был от него звук, когда он будет входить во святилище пред лице Господне и когда будет выходить, чтобы ему не умереть.
36 И сделай полированную дощечку из чистого золота, и вырежь на ней, как вырезывают на печати: "Святыня Господня ",
37 и прикрепи ее шнуром голубого цвета к кидару, так чтобы она была на передней стороне кидара;
38 и будет она на челе Аароновом, и понесет на себе Аарон недостатки приношений, посвящаемых от сынов Израилевых, и всех даров, ими приносимых; и будет она непрестанно на челе его, для благоволения Господня к ним.
39 И сделай хитон из виссона и кидар из виссона и сделай пояс узорчатой работы;
40 сделай и сынам Аароновым хитоны, сделай им поясы, и головные повязки сделай им для славы и благолепия,
41 и облеки в них Аарона, брата твоего, и сынов его с ним, и помажь их, и наполни руки их, и посвяти их, и они будут священниками Мне.
42 И сделай им нижнее платье льняное, для прикрытия телесной наготы от чресл до голеней,
43 и да будут они на Аароне и на сынах его, когда будут они входить в скинию собрания, или приступать к жертвеннику для служения во святилище, чтобы им не навести на себя греха и не умереть. Это устав вечный для него и для потомков его по нем.

 

დაბადება

 

თავი 28

1. მიიახლოვე აარონი, შენი ძმა, თავის შვილებიანად ისრაელიანთაგან, რომ მღვდლობა გამიწიოს: აარონი და მისი შვილები: ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი.
2. გაუწყვე წმიდა შესამოსელი აარონს, შენს ძმას, დიდებისთვის და დასამშვენებლად.
3. უთხარი ყველა გულბრძენ კაცს, რომელიც მე ავავსე სიბრძნის სულით, გაუწყონ შესამოსელი აარონს, რომ ჩემს მღვდლად იკურთხოს იგი.
4. აი, შესამოსელი, რომელიც მათ უნდა გაუწყონ: სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი, ნაქსოვი კვართი, თავსაბურავი და სარტყელი. გაუწყონ წმიდა შესამოსელი შენს ძმას აარონს და მის შვილებს, რომ მღვდლობა გამიწიონ მე.
5. აიღონ ოქრო, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილი და სელი.
6. გააკეთონ ეფოდი ოქროსფერი, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისაგან ოსტატურად.
7. ორი მისამაგრებელი სამხრე უნდა ჰქონდეს ორსავე ბოლოში კიდეზე და იკვრებოდეს.
8. მისი სარტყელი იმგვარადვე ნახელავი უნდა იყოს - ოქროსფერი, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისაგან გაკეთებული.
9. აიღე ონიქსის ორი თვალი და ზედ ისრაელიანთა სახელები ამოკვეთე.
10. ექვსი ამ სახელთაგან ერთ თვალზე, დანარჩენი ექვსი სახელი მეორე თვალზე, მათი წარმოშობის მიხედვით.
11. ქვაზე ამომკვეთელის ხელოვნებით, როგორც საბეჭდავის ტვიფარს აკეთებენ, ამოტვიფრე ორ თვალზე ისრაელიანთა სახელები და ოქროს ბუდეებში ჩასვი.
12. მიამაგრე ეს ორი თვალი ეფოდის სამხრეებს, ისრაელიანთა სამახსოვრო თვლები. ატაროს ეს სახელები აარონმა თავის ორ სამხრეზე უფლის წინაშე სამახსოვროდ.
13. ბუდეები ოქროსი გააკეთე.
14. და ორი ძეწკვიც ხალასი ოქროსი; წნულ თასმებად გააკეთე ისინი და მიამაგრე წნული ძეწკვები ბუდეებზე.
15. გააწყვე განკითხვის სამკერდული, ოსტატურად ნახელავი, ისევე როგორც ეფოდია გაწყობილი. ოქროსაგან, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და დაგრეხილი სელისაგან გააწყვე.
16. ოთხკუთხედი უნდა იყოს, ორკეცი. სიგრძით ერთი მტკაველი, სიგანითაც ერთი მტკაველი.
17. ოთხრიგად გააწყვე მასზე თვლები თავის ბუდეებით; ერთ რიგში: ლალი, ტოპაზი და ზურმუხტი - პირველი რიგი.
18. მეორე რიგი: ფირუზი, საფირონი და იასპი;
19. მესამე რიგი: იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო;
20. მეოთხე რიგი: ქრიზოლითი, ონიქსი და ბერილი.
21. ისრაელიანთა სახელების მიხედვით უნდა იყოს თვლები; თორმეტი თვალი მათი სახელების მიხედვით. თითოეულზე ამოტვიფრული უნდა იყოს თითო შტოს სახელი თორმეტიდან.
22. გაუკეთე სამკერდულს ხალასი ოქროს წნული ძეწკვი.
23. გაუკეთე სამკერდულს ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე ეს ორი რგოლი სამკერდულის ორსავე კიდეს.
24. გაუყარე ორი ოქროს წნული ორ რგოლში სამკერდულის კიდეზე.
25. მიამაგრე ორი წნული ძეწკვის ორივე ბოლო ბუდეებს და მიაბი ეფოდის სამხრეს წინა მხრიდან.
26. გააკეთე ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე სამკერდულის ორ კიდეს ნაპირზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული.
27. გააკეთე ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე ეფოდის ორსავე სამხრეს ქვემოდან, წინა მხარეს, შესაკრავთან, ეფოდის სარტყელს ზემოთ.
28. გადააბან სამკერდულის რგოლები ეფოდის რგოლებს ლურჯი ძაფით, რომ არ ასცდეს სამკერდული ეფოდს და დამაგრდეს ეფოდის სარტყელს ზემოთ.
29. თან ატაროს აარონმა ისრაელიანთა სახელები განკითხვის სამკერდულზე გულთან ახლოს უფლის წინაშე მუდმივ სამახსოვროდ, როცა საწმიდარში შევა ხოლმე.
30. მიამაგრე განკითხვის სამკერდულს ურიმი და თუმიმი და ჰქონდეს ისინი აარონს გულთან ახლოს, როცა შევა უფლის წინაშე. ატაროს აარონმა მუდმივად ისრაელიანთა განკითხვა თავის გულთან ახლოს უფლის წინაშე.
31. გააკეთე ეფოდის მოსასხამი მთლიანად ლურჯი ქსოვილისგან.
32. შუაში თავის გასაყრელი უნდა ჰქონდეს, ამოჭრილის პირს ირგვლივ არშია უნდა გასდევდეს ნაქსოვისგან, როგორც ჯაჭვის პერანგის სათაურს, რომ არ შემოირღვეს.
33. ამოქარგე მის კალთებზე ირგვლივ ბროწეულები ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ძაფით და ოქროს ეჟვნები ჩამოჰკიდე ირგვლივ მათ შორის.
34. ოქროს ეჟვანი და ბროწეული, ოქროს ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთაზე ირგვლივ.
35. ჰქონდეს ეს აარონს ღვთისმსახურების დროს; ისმოდეს მისი ხმა საწმიდარში შესვლისას უფლის წინაშე და იქიდან გამოსვლისას, რათა არ მოკვდეს.
36. გააკეთე ხალასი ოქროს ჯიღა და ამოტვიფრე მასზე ბეჭდის ტვიფარით: სიწმიდე უფლისათვის.
37. მიამაგრე იგი ლურჯი თასმით თავსაბურველს, თავსაბურველის წინა მხარეს უნდა იყოს.
38. ეკეთოს აარონს შუბლზე და იტვირთოს აარონმა იმ შეწირულებათა ცოდვა, რომლებსაც შესწირავენ ისრაელიანები ყოველი შეწირვისას. მუდამ შუბლზე ეკეთოს, რომ წყალობა ჰქონდეთ უფლის წინაშე.
39. მოქსოვე სელის კვართი და გააკეთე სელის თავსაბურველი, სარტყელიც გააკეთე, ნაყშიანი.
40. აარონის შვილებსაც გაუკეთე კვართები, გაუკეთე სარტყელები და ქუდებიც გაუკეთე სადიდებლად და დასამშვენებლად.
41. შემოსე ამ შესამოსელით შენი ძმა აარონი და მისი შვილები, ზეთი სცხე მათ, ხელი აუვსე და აკურთხე, რომ მღვდლობა გამიწიონ.
42. გაუკეთე მათ ტილოს საწმერთული შიშველი ხორცის დასაფარავად, ბარძაყებამდე უნდა წვდებოდეს.
43. ჩაიცვამენ მას აარონი და მისი შვილები, როცა სადღესასწაულო კარავში შევლენ ან როცა სამსხვერპლოს მიუახლოვდებიან საწმიდარში მსახურებისთვის, რომ ცოდვა არ დაედოთ და არ დაიხოცონ. ეს არის სამარადისო წესი მისთვის და მისი შთამომავლობისთვის.

Данный материал взят с сайта http://www.orthodoxy.ge

Меню сайта

Поиск

Мини-чат

Статистика


Онлайн всего: 1
Гостей: 1
Пользователей: 0

Форма входа

Календарь

«  Ноябрь 2017  »
ПнВтСрЧтПтСбВс
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930