Воскресенье, 19.11.2017, 22:52

Приветствую Вас Гость | RSS | Главная | Левит 22 | Регистрация | Вход


 

 

Левит

Глава 22



И сказал Господь Моисею, говоря:
2 скажи Аарону и сынам его, чтоб они осторожно поступали со святынями сынов Израилевых и не бесчестили святаго имени Моего в том, что они посвящают Мне. Я Господь.
3 Скажи им: если кто из всего потомства вашего в роды ваши, имея на себе нечистоту, приступит к святыням, которые посвящают сыны Израилевы Господу, то истребится душа та от лица Моего. Я Господь.
4 Кто из семени Ааронова прокажен, или имеет истечение, тот не должен есть святынь, пока не очистится; и кто прикоснется к чему-нибудь нечистому от мертвого, или у кого случится излияние семени,
5 или кто прикоснется к какому-нибудь гаду, от которого он сделается нечист, или к человеку, от которого он сделается нечист какою бы то ни было нечистотою, -
6 тот, прикоснувшийся к сему, нечист будет до вечера и не должен есть святынь, прежде нежели омоет тело свое водою;
7 но когда зайдет солнце и он очистится, тогда может он есть святыни, ибо это его пища.
8 Мертвечины и звероядины он не должен есть, чтобы не оскверниться этим. Я Господь.
9 Да соблюдают они повеления Мои, чтобы не понести на себе греха и не умереть в нем, когда нарушат сие. Я Господь, освящающий их.
10 Никто посторонний не должен есть святыни; поселившийся у священника и наемник не должен есть святыни;
11 если же священник купит себе человека за серебро, то сей может есть оную; также и домочадцы его могут есть хлеб его.
12 Если дочь священника выйдет в замужество за постороннего, то она не должна есть приносимых святынь;
13 когда же дочь священника будет вдова, или разведенная, и детей нет у нее, и возвратится в дом отца своего, как была в юности своей, тогда она может есть хлеб отца своего; а посторонний никто не должен есть его.
14 Кто по ошибке съест что-нибудь из святыни, тот должен отдать священнику святыню и приложить к ней пятую ее долю.
15 Священники сами не должны порочить святыни сынов Израилевых, которые они приносят Господу,
16 и не должны навлекать на себя вину в преступлении, когда будут есть святыни свои, ибо Я Господь, освящающий их.
17 И сказал Господь Моисею, говоря:
18 объяви Аарону и сынам его и всем сынам Израилевым и скажи им: если кто из дома Израилева, или из пришельцев, поселившихся между Израильтянами, по обету ли какому, или по усердию приносит жертву свою, которую приносят Господу во всесожжение,
19 то, чтобы сим приобрести благоволение от Бога, жертва должна быть без порока, мужеского пола, из крупного скота, из овец и из коз;
20 никакого животного, на котором есть порок, не приносите; ибо это не приобретет вам благоволения.
21 И если кто приносит мирную жертву Господу, исполняя обет, или по усердию, из крупного скота или из мелкого, то жертва должна быть без порока, чтоб быть угодною Богу: никакого порока не должно быть на ней;
22 животного слепого, или поврежденного, или уродливого, или больного, или коростового, или паршивого, таких не приносите Господу и в жертву не давайте их на жертвенник Господень;
23 тельца и агнца с членами, несоразмерно длинными или короткими, в жертву усердия принести можешь; а если по обету, то это не угодно будет Богу;
24 животного, у которого ятра раздавлены, разбиты, оторваны или вырезаны, не приносите Господу и в земле вашей не делайте сего;
25 и из рук иноземцев не приносите всех таковых животных в дар Богу вашему, потому что на них повреждение, порок на них: не приобретут они вам благоволения.
26 И сказал Господь Моисею, говоря:
27 когда родится теленок, или ягненок, или козленок, то семь дней он должен пробыть при матери своей, а от восьмого дня и далее будет благоугоден для приношения в жертву Господу;
28 но ни коровы, ни овцы не заколайте в один день с порождением ее.
29 Если приносите Господу жертву благодарения, то приносите ее так, чтоб она приобрела вам благоволение;
30 в тот же день должно съесть ее, не оставляйте от нее до утра. Я Господь.
31 И соблюдайте заповеди Мои и исполняйте их. Я Господь.
32 Не бесчестите святого имени Моего, чтоб Я был святим среди сынов
Израилевых. Я Господь, освящающий вас, =2.2.7.10)
33 Который вывел вас из земли Египетской, чтоб быть вашим Богом. Я Господь.

 

ლევიანნი

 

თავი 22

1. ასე უთხრა უფალმა მოსეს:
2. უთხარი აარონს და მის შვილებს, ეკრძალონ ისრაელიანთა საწმიდარებს და არ შეურაცხყონ ჩემი წმიდა სახელი. ისინი არიან ჩემი შემომწირველნი. მე ვარ უფალი.
3. უთხარი მათ: ყველა, ვინც კი თქვენი თესლთაგანი თქვენს მოდგმაში გაუწმიდურებული მიუახლოვდება საწმიდარებს, რომლებსაც ისრაელიანები სწირავენ უფალს, უნდა მოიკვეთოს ჩემი პირიდან. მე ვარ უფალი.
4. კეთროვანი ან გამონადენიანი აარონის შთამომავალთაგან ვერ შეჭამს საწმიდარებს, ვიდრე არ გაწმიდავდება. ის, ვინც მიეკარება რაიმეს, მკვდრისგან გაუწმიდურებულს, ან ვისაც თესლის დენა აქვს,
5. ან ვინც მიეკარება რომელიმე ქვეწარმავალს, რომლისგანაც უწმიდურდება, ან კაცს, რომელიც გააუწმიდურებს მას რაიმე უწმიდურობით, -
6. კაცი, რომელიც ყოველივე ამას მიეკარება, საღამომდე გაუწმიდურებულია და საწმიდარს ვერ შეჭამს, თუ ტანი წელით არ დაიბანა.
7. ჩავა მზე და ისიც გაწმიდავდება. მაშინ შეუძლია შეჭამოს საწმიდარი, რადგან ეს მისი პურია.
8. ლეში და ნამხეცავი არ უნდა ჭამოს, რომ არ გაუწმიდურდეს. მე ვარ უფალი.
9. ახსოვდეთ ჩემი გაფრთხილებები, რომ ცოდვა არ დაიდონ და ცოდვიანები არ დაიხოცონ, როცა შეურაცხყოფენ მას. მე ვარ უფალი, მათი წმიდამყოფელი.
10. უცხომ არავინ ჭამოს საწმიდარი; მღვდლის მდგმურმა და ქირის კაცმა არ უნდა ჭამოს საწმიდარი.
11. მღვდლის მიერ საკუთარი ვერცხლით ნაყიდს შეუძლია ჭამოს იგი; მის სახლში დაბადებულებს შეუძლიათ ჭამონ მისი პური.
12. მღვდლის ქალიშვილს, რომელიც უცხო კაცზეა გათხოვილი, არ შეუძლია ჭამოს შეწირული სსაწმიდარები.
13. მღვდლის ქალიშვილს, რომელიც დაქვრივებულია ან ქმარგაცილებული, ნაშიერი არა ჰყავს და მამის სახლშია დაბრუნებული, როგორც ყმაწვილქალობისას იყო, შეუძლია ჭამოს მამამისის პური. უცხომ არ არავინ უნდა ჭამოს.
14. ვინც შეცდომით შეჭამს საწმიდარს, მისი მეხუთედი უნდა დაუმატოს და მღვდელს მისცეს საწმიდარი.
15. არ უნდა შეურაცხყონ ისრაელის საწმიდარები, რომლებსაც უფალს სწირავენ.
16. არ უნდა დაიდონ ცოდვა საწმიდარების ჭამით, რადგან მე ვარ უფალი, მათი წმიდამყოფელი.
17. ასე უთხრა უფალმა მოსეს:
18. გამოუცხადე აარონს და მის შვილებს და მთელს ისრაელობას და უთხარი: თუ ვინმე ისრაელის სახლიდან ან ისრაელის მდგმურთაგან მიიტანს თავის შესაწირავს, შეთქმულს ან სამოწყალოს, რასაც აღსავლენად სწირავენ უფალს,
19. იმისათვის, რომ დამწყალობნდეთ, საკლავი უნაკლო უნდა იყოს, ხარი იქნება, ვერძი თუ ვაცი.
20. არ შესწიროთ საკლავი, რომელსაც რაიმე ნაკლი აქვს, რადგან ვერ დამწყალობნდებით.
21. თუ ვინმე შესწირავს უფალს სამადლობელ მსხვერპლს აღთქმის თანახმად თუ სამოწყალოდ, ხარს ან ცხვარს, უნაკლო უნდა იყოს, რომ დამწყალობნდეს. არავითარი ნაკლი არ უნდა ჰქონდეს.
22. ბრმა ან დამტვრეული, ან დასახიჩრებული, ან დამუწუკებული, ან ქეციანი, ან მუნიანი არ შესწიროთ უფალს; არც საცეცხლო მსხვერპლად არ დაუდოთ უფალს სამსხვერპლოზე.
23. ხარი ან ცხვარი, რომელსაც ყური ან კუდი მოგლეჯილი აქვს, შეგიძლია სამოწყალო მსხვერპლად შესწირო; შეთქმულისთვის კი სამწყალობნო არ იქნება.
24. საქონელი, რომელსაც ყვერები დაჭყლეტილი, ან დაჩეჩქვილი, ან მოგლეჯილი, ან მოჭრილი აქვს, არ შესწირო უფალს. თქვენს მიწაზე ეს არ გააკეთოთ.
25. უცხოელის ხელიდან მოცემულ პურს ნუ შესწირავთ თქვენს ღმერთს, რადგან გაფუჭებულია, ნაკლი აქვს. არ დამწყალობნდებით.
26. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
27. როცა გაჩნდება ხბო, ან ბატკანი, ან ციკანი, შვიდ დღეს დედასთან ამყოფეთ; რვა დღის შემდეგ უკვე ივარგებს საცეცხლო მსხვერპლად უფლისთვის.
28. არ დაკლათ ძროხა, ან ცხვარი, ან თხა, ერთ დღეს თვის ნაშიერთან ერთად.
29. როდესაც სამადლობელ მსხვერპლს უკლავთ უფალს, თქვენს დასამწყალობნებლად დაკალით.
30. იმავე დღეს უნდა შეჭამოთ, დილამდე არ მოირჩინოთ. მე ვარ უფალი.
31. დაიცავით ჩემი ბრძანებები და შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი.
32. არ შეურაცხყოთ ჩემი წმიდა სახელი, რომ წმიდა ვიყო ისრაელიანთა შორის. მე ვარ უფალი, თქვენი წმიდამყოფელი,=2.2.7.10)
33. რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი. მე ვარ უფალი.

Данный материал взят с сайта http://www.orthodoxy.ge

Меню сайта

Поиск

Мини-чат

Статистика


Онлайн всего: 1
Гостей: 1
Пользователей: 0

Форма входа

Календарь

«  Ноябрь 2017  »
ПнВтСрЧтПтСбВс
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930