Вторник, 17.10.2017, 08:41

Приветствую Вас Гость | RSS | Главная | Левит 11 | Регистрация | Вход


 

 

Левит

Глава 11



И сказал Господь Моисею и Аарону, говоря им:
2 скажите сынам Израилевым: вот животные, которые можно вам есть из всего скота на земле:
3 всякий скот, у которого раздвоены копыта и на копытах глубокий разрез, и который жует жвачку, ешьте;
4 только сих не ешьте из жующих жвачку и имеющих раздвоенные копыта: верблюда, потому что он жует жвачку, но копыта у него не раздвоены, нечист он для вас;
5 и тушканчика, потому что он жует жвачку, но копыта у него не раздвоены, нечист он для вас,
6 и зайца, потому что он жует жвачку, но копыта у него не раздвоены, нечист он для вас;
7 и свиньи, потому что копыта у нее раздвоены и на копытах разрез глубокий, но она не жует жвачки, нечиста она для вас;
8 мяса их не ешьте и к трупам их не прикасайтесь; нечисты они для вас.
9 Из всех животных, которые в воде, ешьте сих: у которых есть перья и чешуя в воде, в морях ли, или реках, тех ешьте;
10 а все те, у которых нет перьев и чешуи, в морях ли, или реках, из всех плавающих в водах и из всего живущего в водах, скверны для вас;
11 они должны быть скверны для вас: мяса их не ешьте и трупов их гнушайтесь;
12 все животные, у которых нет перьев и чешуи в воде, скверны для вас.
13 Из птиц же гнушайтесь сих: орла, грифа и морского орла,
14 коршуна и сокола с породою его,
15 всякого ворона с породою его,
16 страуса, совы, чайки и ястреба с породою его,
17 филина, рыболова и ибиса,
18 лебедя, пеликана и сипа,
19 цапли, зуя с породою его, удода и нетопыря.
20 Все животные пресмыкающиеся, крылатые, ходящие на четырех ногах, скверны для нас;
21 из всех пресмыкающихся, крылатых, ходящих на четырех ногах, тех только ешьте, у которых есть голени выше ног, чтобы скакать ими по земле;
22 сих ешьте из них: саранчу с ее породою, солам с ее породою, харгол с ее породою и хагаб с ее породою.
23 Всякое другое пресмыкающееся, крылатое, у которого четыре ноги, скверно для вас;
24 от них вы будете нечисты: всякий, кто прикоснется к трупу их, нечист будет до вечера; 25 и всякий, кто возьмет труп их, должен омыть одежду свою и нечист будет до вечера.
26 Всякий скот, у которого копыта раздвоены, но нет глубокого разреза, и который не жует жвачки, нечист для вас: всякий, кто прикоснется к нему, будет нечист.
27 Из всех зверей четвероногих те, которые ходят на лапах, нечисты для вас: всякий, кто прикоснется к трупу их, нечист будет до вечера;
28 кто возьмет труп их, тот должен омыть одежды свои и нечист будет до вечера: нечисты они для вас.
29 Вот что нечисто для вас из животных, пресмыкающихся по земле: крот, мышь, ящерица с ее породою,
30 анака, хамелеон, летаа, хомет и тиншемет, -
31 сии нечисты для вас из всех пресмыкающихся: всякий, кто прикоснется к ним мертвым, нечист будет до вечера.
32 И все, на что упадет которое-нибудь из них мертвое, всякий деревянный сосуд, или одежда, или кожа, или мешок, и всякая вещь, которая употребляется на дело, будут нечисты: в воду должно положить их, и нечисты будут до вечера, потом будут чисты;
33 если же которое-нибудь из них упадет в какой-нибудь глиняный сосуд, то находящееся в нем будет нечисто, и самый сосуд разбейте.
34 Всякая пища, которую едят, на которой была вода из такого сосуда, нечиста будет, и всякое питье, которое пьют, во всяком таком сосуде нечисто будет.
35 Все, на что упадет что-нибудь от трупа их, нечисто будет: печь и очаг должно разломать, они нечисты; и они должны быть нечисты для вас;
36 только источник и колодезь, вмещающий воду, остаются чистыми; а кто прикоснется к трупу их, тот нечист.
37 И если что-нибудь от трупа их упадет на какое-либо семя, которое сеют, то оно чисто;
38 если же тогда, как вода налита на семя, упадет на него что-нибудь от трупа их, то оно нечисто для вас.
39 И когда умрет какой-либо скот, который употребляется вами в пищу, то прикоснувшийся к трупу его нечист будет до вечера;
40 и тот, кто будет есть мертвечину его, должен омыть одежды свои и нечист будет до вечера; и тот, кто понесет труп его, должен омыть одежды свои и нечист будет до вечера.
41 Всякое животное, пресмыкающееся по земле, скверно для вас, не должно есть его;
42 всего ползающего на чреве и всего ходящего на четырех ногах, и многоножных из животных пресмыкающихся по земле, не ешьте, ибо они скверны;
43 не оскверняйте душ ваших каким-либо животным пресмыкающимся и не делайте себя чрез них нечистыми, чтоб быть чрез них нечистыми,
44 ибо Я - Господь Бог ваш: освящайтесь и будьте святы, ибо Я свят; и не оскверняйте душ ваших каким-либо животным, ползающим по земле,
45 ибо Я - Господь, выведший вас из земли Египетской, чтобы быть вашим Богом. Итак будьте святы, потому что Я свят.
46 Вот закон о скоте, о птицах, о всех животных, живущих в водах, и о всех животных, пресмыкающихся по земле,
47 чтобы отличать нечистое от чистого, и животных, которых можно есть, от животных, которых есть не должно.

 

ლევიანნი

 

თავი 11

1. ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა მათ:
2. ელაპარაკეთ ისრაელიანებს: აი, ეს ცხოველებია, რომლებიც გეჭმევათ ყველა პირუტყვს შორის დედამიწაზე.
3. ყველა პირუტყვი, რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს და იცოხნის, გეჭმევათ.
4. ოღონდ ისეთნი არ გეჭმევათ, რომელნიც იცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ გაპობილი: აქლემი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის;
5. ბოცვერი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის;
6. კურდღელი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის;
7. ღორი, რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს, მაგრამ არ იცოხნის, უწმიდურია თქვენთვის;
8. მათი ხორცი არ შეჭამოთ, მათ ლეშს არ მიეკაროთ, უწმიდურებია ისინი თქვენთვის.
9. აი, რა გეჭმევათ წყლის არსებათაგან: ყველაფერი, რასაც კი ფარფლები და ქერეჭი აქვს წყალში - ზღვებში თუ მდინარეებში, გეჭმევათ.
10. ყველაფერი, რასაც ფარფლები და ქერეჭი არა აქვს ზღვებში თუ მდინარეებში, წყლის რა სულდგმულიც არ უნდა იყოს, უსურმაგია თქვენთვის.
11. უსურმაგი უნდა იყოს ისინი თქვენთვის, მათი ხორცი არ უნდა ჭამოთ, მათი ლეში უნდა გძაგდეთ.
12. ყველაფერი, რასაც ფარფლები და ქერეჭი არა აქვს წყალში, უსურმაგია თქვენთვის.
13. ესენი გძაგდეთ ფრინველთაგან, არ ჭამოთ, უსურმაგნი არიან: არწივი, სვავი, ფსოვი,
14. ძერა, ქორი და მათი გვარისანი,
15. ყოველნაირი ყორანი და მისი გვარისანი,
16. სირაქლემა, ბუ, თოლია, მიმინო და მათი გვარისანი,
17. ჭოტი, ჩვამა, წერო,
18. ბუკიოტი, ვარხვი, კოდალა,
19. ყარყატი, ჩანჩა და მისთანანი; ოფოფი, ღამურა;
20. ყოველნაირი მწერი - მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე - უსურმაგი უნდა იყოს თქვენთვის.
21. გეჭმევათ ყოველი მფრინავი თუ ოთხზე მოსიარუღე მწერი, რომელსაც მუხლიანი წვივები აქვს მიწაზე სახტომად.
22. ამათგან ესენი გეჭმევათ: კალია და მისი გვარისანი, სალყამი და მისი გვარისანი, ხარგოლი და მისი გვარისანი, ხაგაბი და მისი გვარისანი.
23. ყველა სხვა მწერი - ფრთიანი და ოთხფეხი - უსურმაგია თქვენთვის.
24. მათი უწმიდურობა თქვენზე გადმოვა; ყველა, ვინც კი მათ ლეშს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
25. ვისაც რამე მოედება მათი ლეშისგან, სამოსელი უნდა გარეცხოს, და გაუწმიდურებული დარჩება საღამომდე.
26. ყოველი ცხოველი, რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს, მაგრამ არა აქვს ღრმა ჭრილი და არც იცოხნება, უსურმაგია თქვენთვის; ყველა, ვინც კი მას მიეკარება, გაუწმიდურდება.
27. ყოველი ოთხფეხი მხეცი, რომელიც თათებზე დადის, უსურმაგია თქვენთვის; ყველა, ვინც კი მას მიეკარება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
28. ვისაც რამე მოედება მათი ლეშისგან, სამოსელი გაირეცხოს, და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. უსურმაგები არიან ისინი თქვენთვის.
29. ესენი არიან თქვენთვის უსურმაგები მიწაზე მძრომებში: კვერნა, თაგვი, ხვლიკი და მათი გვარისანი,
30. ზღარბი, ბაყაყი, კუ, ლოკოკინა და თხუნელა.
31. ესენია თქვენთვის უსურმაგნი ქვემძრომებში; ვინც კი მათ ლეშს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
32. ყველაფერი, რაზეც კი რომელიმე მათგანი დაეცემა, ხის რაიმე ჭურჭელი იქნება, ტყავის თუ ჯვალოს სამოსელი, ნებისმიერი სახმარი ნივთი, გაუწმიდურდება; წყალში უნდა ჩაიდოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება, მერე კი გაწმიდავდება.
33. თუ რაიმე თიხის ჭურჭელში ჩავარდება, ყველაფერი, რაც ჭურჭელშია, გაუწმიდურდება; უნდა დაამტვრიოთ.
34. თუ რამე საჭმელს, რასაც ჭამთ, წყალი დაესხა, გაუწმიდურდება; ყოველი სასმელი, რომელსაც რამე ჭურჭლიდან სვამთ, გაუწმიდურდება.
35. ყველაფერი, რასაც მათი ლეშიდან რამე მოხვდა, გაუწმიდურებულია; ღუმელი იქნება თუ კერა, უნდა დაიმტვრეს; უწმიდურია ისინი და თქვენთვისაც უწმიდური უნდა იყოს.
36. მხოლოდ წყარო და ჭა, წყალსატევი დარჩება სუფთა. მათი ლეშის შემხებელი კი გაუწმიდურდება.
37. თუ მათი ლეშიდან რამე მოხვდა სათესლე მარცვალს, სუფთა დარჩება.
38. თუ თესლს წყალი დაესხა და მათი ლეშიდან რამე დაეცა ზედ, გაუწმიდურებული იქნება იგი თქვენთვის.
39. თუ ისეთი პირუტყვი მოკვდება, რომელიც გეჭმევათ, და მის ლეშს ვინმე მიეკარება, გაუწმიდურებული იქნება იგი საღამომდე.
40. მისი ლეშის მჭამელმა ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება; მისი ლეშის წამღებმა ტანსაცმელი გაირეცხოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება.
41. ყველაფერი, რაც კი მიწაზე დაძვრება, უსურმაგია, არ გეჭმევათ.
42. არანაირი მუცელზე მხოხავი, არანაირი მრავალფეხა, არანაირი მიწაზე მძრომი არ გეჭმევათ, რადგან უსურმაგები არიან.
43. არ წაიბილწონ სული ქვემძრომით და არ გაუწმიდურდეთ მისგან.
44. რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი; გაწმიდავდით და წმიდა იქნებით, როგორც მე ვარ წმიდა. არ გაიუწმიდუროთ თავი არანაირი ქვემძრომით, რომელიც მიწაზე დაღოღავს,
45. რადგან მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი. იყავით წმიდები, როგორც მე ვარ წმიდა.
46. ეს არის პირუტყვის, ფრინველის და ყოველი სულდგმულის, წყალში მცურავისა და მიწაზე მღოღავის წესი,
47. რომ ერთმანეთისგან გაირჩეს უწმიდური და წმიდა, ცხოველი, რომელიც იჭმევა და ცხოველი, რომელიც არ იჭმევა.

Данный материал взят с сайта http://www.orthodoxy.ge

Меню сайта

Поиск

Мини-чат

Статистика


Онлайн всего: 1
Гостей: 1
Пользователей: 0

Форма входа

Календарь

«  Октябрь 2017  »
ПнВтСрЧтПтСбВс
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031