Суббота, 23.09.2017, 08:30

Приветствую Вас Гость | RSS | Главная | Исход 40 | Регистрация | Вход


 

 

Исход

Глава 40



1 И сказал Господь Моисею, говоря:
2 в первый месяц, в первый день месяца поставь скинию собрания,
3 и поставь в ней ковчег откровения, и закрой ковчег завесою;
4 и внеси стол и расставь на нем все вещи его, и внеси светильник и поставь на нем лампады его;
5 и поставь золотой жертвенник для курения пред ковчегом откровения и повесь завесу у входа в скинию.
6 и поставь жертвенник всесожжения пред входом в скинию собрания;
7 и поставь умывальник между скиниею собрания и между жертвенником и влей в него воды;
8 и поставь двор кругом и повесь завесу в воротах двора.
9 И возьми елея помазания, и помажь скинию и все, что в ней, и освяти ее и все принадлежности ее, и будет свята;
10 помажь жертвенник всесожжения и все принадлежности его, и освяти жертвенник, и будет жертвенник святыня великая;
11 и помажь умывальник и подножие его и освяти его.
12 И приведи Аарона и сынов его ко входу в скинию собрания и омой их водою,
13 и облеки Аарона в священные одежды, и помажь его, и освяти его, чтобы он был священником Мне.
14 И сынов его приведи, и одень их в хитоны,
15 и помажь их, как помазал ты отца их, чтобы они были священниками Мне, и помазание их посвятит их в вечное священство в роды их.
16 И сделал Моисей все, как повелел ему Господь, так и сделал.
17 В первый месяц второго года, в первый день месяца поставлена скиния.
18 И поставил Моисей скинию, положил подножия ее, поставил брусья ее, положил шесты и поставил столбы ее,
19 распростер покров над скиниею, и положил покрышку поверх сего покрова, как повелел Господь Моисею.
20 И взял и положил откровение в ковчег, и вложил шесты в кольца ковчега, и положил крышку на ковчег сверху;
21 и внес ковчег в скинию, и повесил завесу, и закрыл ковчег откровения, как повелел Господь Моисею.
22 И поставил стол в скинии собрания, на северной стороне скинии, вне завесы,
23 и разложил на нем ряд хлебов пред Господом, как повелел Господь Моисею.
24 И поставил светильник в скинии собрания против стола, на южной стороне скинии,
25 и поставил лампады пред Господом, как повелел Господь Моисею.
26 И поставил золотой жертвенник в скинии собрания пред завесою
27 и воскурил на нем благовонное курение, как повелел Господь Моисею.
28 И повесил завесу при входе в скинию;
29 и жертвенник всесожжения поставил у входа в скинию собрания и принес на нем всесожжения и приношение хлебное, как повелел Господь Моисею.
30 И поставил умывальник между скиниею собрания и жертвенником и налил в него воды для омовения,
31 и омывали из него Моисей и Аарон и сыны его руки свои и ноги свои:
32 когда они входили в скинию собрания и подходили к жертвеннику, тогда омывались, как повелел Господь Моисею.
33 И поставил двор вокруг скинии и жертвенника и повесил завесу в воротах двора. И так окончил Моисей дело.
34 И покрыло облако скинию собрания, и слава Господня наполнила скинию;
35 и не мог Моисей войти в скинию собрания, потому что осеняло ее облако, и слава Господня наполняла скинию.
36 Когда поднималось облако от скинии, тогда отправлялись в путь сыны Израилевы во все путешествие свое;
37 если же не поднималось облако, то и они не отправлялись в путь, доколе оно не поднималось,
38 ибо облако Господне стояло над скиниею днем, и огонь был ночью в ней пред глазами всего дома Израилева во все путешествие их.

 

დაბადება

 

თავი 40

1. ასე უთხრა უფალმა მოსეს:
2. პირველი თვის პირველ დღეს აღმართე სავანე, სადღესასწაულო კარავი.
3. დადგი იქ მოწმობის კიდობანი და მოაფარე კრეტსაბმელი კიდობანს.
4. შეიტანე ტაბლა და დააწყვე მასზე, რაც დასაწყობია; შეიტანე სასანთლე და აანთე ლამპრები.
5. დადგი ოქროს სამსხვერპლო საკმევლისთვის მოწმობის კიდობნის წინ და ფარდა ჩამოაფარე კარვის შესასვლელს.
6. დადგი სამსხვერპლო აღსავლენისთვის სავანის, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
7. დადგი საბანელი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და ჩაასხი შიგ წყალი.
8. მოაწყვე გარშემო ეზო და ჩამოჰკიდე ფარდა ეზოს ჭიშკართან.
9. აიღე მირონი და სცხე სავანეს და ყველაფერს, რაც მასშია; განათლე მთელი მისი ჭურჭელი და წმიდა იქნება.
10. სცხე აღსავლენის სამსხვერპლოს და მთელს მის ჭურჭელს, განათლე სამსხვერპლო და წმიდათა წმიდა იქნება სამსხვერპლო.
11. სცხე საბანელს და მის კვარცხლბეკს და განათლე იგი.
12. მიიყვანე აარონი და მისი შვილები სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და წყლით განბანე.
13. შემოსე აარონი წმიდა შესამოსელით, სცხე მას და განათლე იგი, რომ მღვდლობა გამიწიოს მე.
14. მისი შვილებიც მიიყვანე და შემოსე ისინი კვართით.
15. სცხე მათ, როგორც მათ მამას სცხე, რომ მღვდლობა გამიწიონ მე და ამ მირონცხებამ სამარადისო მღვდლობა მიანიჭოს მათ თაობიდან თაობაში.
16. ყველაფერი გააკეთა მოსემ, რაც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს; ასე გააკეთა.
17. მეორე წლის პირველ თვეს, თვის პირველში აღიმართა სავანე.
18. აღმართა მოსემ სავანე, დადგა მისი ფეხები, განალგა ძელები, დაამაგრა ლარტყები და აღმართა სვეტები.
19. გადაფინა გადასაფარებელი სავანეზე და გაუკეთა მას სახურავი ზემოდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
20. აიღო მოწმობა და ჩადო კიდობანში, გაუყარა კეტები კიდობნის რგოლებში და თავი დაახურა კიდობანს.
21. შეიტანა კიდობანი სავანეში, ჩამოჰკიდა კრეტსაბმელი და დაფარა მოწმობის კიდობანი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
22. დადგა ტაბლა სადღესასწაულო კარავში, სავანის ჩრდილო მხარეს, ფარდის გარეთ.
23. დააწყო მასზე პური უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
24. დადგა სასანთლე სადღესასწაულო კარავში ტაბლის პირდაპირ, სავანის სამხრეთ მხარეს.
25. აანთო ლამპრები უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
26. დადგა ოქროს სამსხვერპლო სადღესასწაულო კარავში, ფარდის წინ.
27. აკმია მასზე სურნელოვანი საკმეველი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
28. ჩამოჰკიდა ჩამოსაფარებელი სავანის შესასვლელთან.
29. აღსავლენის სამსხვერპლო დადგა სავანის, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, შესწირა მასზე აღსავლენი მსხვერპლი და პურის შესაწირავი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
30. დადგა საბანელი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და ჩაასხა შიგ განსაბანელი წყალი.
31. განიბანდნენ აქ მოსე, აარონი და მისი შვილები ხელებსა და ფეხებს.
32. როცა შევიდოდნენ სადღესასწაულო კარავში და მიუახლოვდებოდნენ სამსხვერპლოს, განიბანდნენ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
33. მოაწყო ეზო სავანისა და სამსხვერპლოს ირგვლივ და ჩამოჰკიდა ფარდა ეზოს ჭიშკარში და დაასრულა მოსემ სამუშაო.
34. დაფარა ღრუბელმა სადღესასწაულო კარავი და უფლის დიდებამ აავსო სავანე.
35. ვერ შევიდა მოსე სადღესასწაულო კარავში, რადგან ღრუბელი იყო მასზე დავანებული და უფლის დიდებას აევსო სავანე.
36. როცა ასცილდებოდა ღრუბელი სავანეს, მაშინ დაიძრებოდნენ ხოლმე ისრაელიანები სამგზავროდ.
37. თუ არ ასცილდებოდა ღრუბელი, არ დაიძრებოდნენ, ვიდრე არ ასცილდებოდა.
38. რადგან უფლის ღრუბელი ადგა სავანეს დღისით, ღამ-ღამობით კი ცეცხლი ჩანდა შიგ მთელი ისრაელის სახლის თვალწინ, მთელს მათ გზაზე.

Данный материал взят с сайта http://www.orthodoxy.ge

Меню сайта

Поиск

Мини-чат

Статистика


Онлайн всего: 1
Гостей: 1
Пользователей: 0

Форма входа

Календарь

«  Сентябрь 2017  »
ПнВтСрЧтПтСбВс
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930