Суббота, 23.09.2017, 08:41

Приветствую Вас Гость | RSS | Главная | Левит 1 | Регистрация | Вход


 

 

Левит

Глава 1



И воззвал Господь к Моисею и сказал ему из скинии собрания, говоря:
2 объяви сынам Израилевым и скажи им: когда кто из вас хочет принести жертву Господу, то, если из скота, приносите жертву вашу из скота крупного и мелкого.
3 Если жертва его есть всесожжение из крупного скота, пусть принесет ее мужеского пола, без порока; пусть приведет ее к дверям скинии собрания, чтобы приобрести ему благоволение пред Господом;
4 и возложит руку свою на голову жертвы всесожжения - и приобретет он благоволение, во очищение грехов его;
5 и заколет тельца пред Господом; сыны же Аароновы, священники, принесут кровь и покропят кровью со всех сторон на жертвенник, который у входа скинии собрания;
6 и снимет кожу с жертвы всесожжения и рассечет ее на части;
7 сыны же Аароновы, священники, положат на жертвенник огонь и на огне разложат дрова;
8 и разложат сыны Аароновы, священники, части, голову и тук на дровах, которые на огне, на жертвеннике;
9 а внутренности жертвы и ноги ее вымоет он водою, и сожжет священник все на жертвеннике: это всесожжение, жертва, благоухание, приятное Господу.
10 Если жертва всесожжения его из мелкого скота, из овец, или из коз, пусть принесет ее мужеского пола, без порока.
11 и заколет ее пред Господом на северной стороне жертвенника, и сыны Аароновы, священники, покропят кровью ее на жертвенник со всех сторон;
12 и рассекут ее на части, отделив голову ее и тук ее, и разложит их священник на дровах, которые на огне, на жертвеннике,
13 а внутренности и ноги вымоет водою, и принесет священник все и сожжет на жертвеннике: это всесожжение, жертва, благоухание, приятное Господу.
14 Если же из птиц приносит он Господу всесожжение, пусть принесет жертву свою из горлиц, или из молодых голубей;
15 священник принесет ее к жертвеннику, и свернет ей голову, и сожжет на жертвеннике, а кровь выцедит к стене жертвенника;
16 зоб ее с перьями ее отнимет и бросит его подле жертвенника на восточную сторону, где пепел;
17 и надломит ее в крыльях ее, не отделяя их, и сожжет ее священник на жертвеннике, на дровах, которые на огне: это всесожжение, жертва, благоухание, приятное Господу.

 

ლევიანნი

 

თავი 1

1. მოუწოდა მოსეს უფალმა და ელაპარაკა მას სადღესასწაულო კარვიდან:
2. ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი მათ: თუ თქვენ შორის ვინმე შესწირავს უფალს, შინაური პირუტყვი იყოს თქვენი შესაწირავი - საქონელი და ცხვარი.
3. თუ აღსავლენია მისი შესაწირავი, საღი ხარი შესწიროს; სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან შესწიროს იგი უფლის წინაშე მისი წყალობის მოსაპოვებლად.
4. დაადოს ხელი აღსავლენს თავზე და მიეცემა წყალობა, რომ შეენდოს ცოდვა.
5. დაკლას ხბო უფლის წინაშე და შესწირონ აარონიანმა მღვდლებმა სისხლი და გარშემო ასხურონ სისხლი სამსხვერპლოს, რომელიც სადღესასწაულო კარვის შესასელელთანაა.
6. გაატყაონ აღსავლენი და წილობებად დაანაწილონ.
7. დაანთონ ცეცხლი აარონიანმა მღვდლებმა სამსხვერპლოზე და შეშა დააწყონ ცეცხლზე.
8. დააწყონ აარონიანმა მღვდლებმა წილობები, თავი და ქონი შეშაზე, რომელიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე.
9. მისი შიგნეული და კიდურები წყალში გარეცხოს და დაწვას მღვდელმა ყველაფერი სამსხვერპლოზე. ეს არის აღსავლენი, საცეცხლო მსხვერპლი კეთილსურნელებად უფლისათვის.
10. თუ მისი შესაწირავი ცხვარი ან თხა იქნება აღსავლენად, მამალი, საღი შესწიროს.
11. დაკლას იგი სამსხვერპლოს ჩრდილო მხარეს უფლის წინაშე და გარშემო ასხურონ აარონიანმა მღვდლებმა მისი სისხლი სამსხვერპლოს.
12. დაანაწილოს წილობებად და დააწყოს მღვდელმა მისი თავი და ქონი შეშაზე, რომელიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე.
13. ხოლო შიგნეული და კიდურები წყალში გარეცხოს, შესწიროს მღვდელმა ყველაფერი და სამსხვერპლოზე დაწვას. ეს არის აღსავლენი, საცეცხლე მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
14. თუ უფლისათვის აღსავლენი შესაწირავი ფრინველი იქნება, გვრიტი ან მტრედის ხუნდები, შეწიროს შესაწირავად.
15. შესწიროს მღვდელმა სამსხვერპლოზე; თავი აცალოს და დაწვას სამსხვერპლოზე, მისი სისხლი კი სამსხვერპლოს კედელს მიაწუროს.
16. ბუმბულიანად მოაცალოს ჩიჩახვი და სამსხვერპლოსთან დააგდოს, აღმოსავლეთით, სადაც ნაცარია.
17. ფრთები გადაუმტვრიოს, არკი მოაშოროს და დაწვას მღვდელმა სამსხვერპლოზე, შეშაზე, რომელსაც ცეცხლი უკიდია. ეს არის აღსავლენი, საცეცხლი მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.

Данный материал взят с сайта http://www.orthodoxy.ge

Меню сайта

Поиск

Мини-чат

Статистика


Онлайн всего: 1
Гостей: 1
Пользователей: 0

Форма входа

Календарь

«  Сентябрь 2017  »
ПнВтСрЧтПтСбВс
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930