Левит
Глава 20
И сказал Господь Моисею, говоря:
2 скажи сие сынам Израилевым: кто из сынов Израилевых и из пришельцев, живущих между Израильтянами, даст из детей своих Молоху, тот да будет предан смерти: народ земли да побьет его камнями;
3 и Я обращу лице Мое на человека того и истреблю его из народа его за то, что он дал из детей своих Молоху, чтоб осквернить святилище Мое и обесчестить святое имя Мое;
4 и если народ земли не обратит очей своих на человека того, когда он даст из детей своих Молоху, и не умертвит его,
5 то Я обращу лице Мое на человека того и на род его и истреблю его из народа его, и всех блудящих по следам его, чтобы блудно ходить вслед Молоха.
6 И если какая душа обратится к вызывающим мертвых и к волшебникам, чтобы блудно ходить вслед их, то Я обращу лице Мое на ту душу и истреблю ее из народа ее.
7 Освящайте себя и будьте святы, ибо Я Господь, Бог ваш, свят.
8 Соблюдайте постановления Мои и исполняйте их, ибо Я Господь, освящающий вас. =2.2.7б.6)
9 Кто будет злословить отца своего или мать свою, тот да будет предан смерти; отца своего и мать свою он злословил: кровь его на нем.
10 Если кто будет прелюбодействовать с женой замужнею, если кто будет прелюбодействовать с женою ближнего своего, - да будут преданы смерти и прелюбодей и прелюбодейка.
11 Кто ляжет с женою отца своего, тот открыл наготу отца своего: оба они да будут преданы смерти, кровь их на них.
12 Если кто ляжет с невесткою своею, то оба они да будут преданы смерти: мерзость сделали они, кровь их на них.
13 Если кто ляжет с мужчиною, как с женщиною, то оба они сделали мерзость: да будут преданы смерти, кровь их на них.
14 Если кто возьмет себе жену и мать ее: это беззаконие; на огне должно сжечь его и их, чтобы не было беззакония между вами.
15 Кто смесится со скотиною, того предать смерти, и скотину убейте.
16 Если женщина пойдет к какой-нибудь скотине, чтобы совокупиться с нею, то убей женщину и скотину: да будут они преданы смерти, кровь их на них.
17 Если кто возьмет сестру свою, дочь отца своего или дочь матери своей, и увидит наготу ее, и она увидит наготу его: это срам, да будут они истреблены пред глазами сынов народа своего; он открыл наготу сестры своей: грех свой понесет он.
18 Если кто ляжет с женою во время болезни кровоочищения и откроет наготу ее, то он обнажил истечения ее, и она открыла течение кровей своих: оба они да будут истреблены из народа своего.
19 Наготы сестры матери твоей и сестры отца твоего не открывай, ибо таковой обнажает плоть свою: грех свой понесут они.
20 Кто ляжет с теткою своею, тот открыл наготу дяди своего; грех свой понесут они, бездетными умрут.
21 Если кто возьмет жену брата своего: это гнусно; он открыл наготу брата своего, бездетны будут они.
22 Соблюдайте все уставы Мои и все законы Мои и исполняйте их, - и не свергнет вас с себя земля, в которую Я веду вас жить.
23 Не поступайте по обычаям народа, который Я прогоняю от вас; ибо они все это делали, и Я вознегодовал на них,
24 и сказал Я вам: вы владейте землею их, и вам отдаю в наследие землю, в которой течет молоко и мед. Я Господь, Бог ваш, Который отделил вас от всех народов.
25 Отличайте скот чистый от нечистого и птицу чистую от нечистой и не оскверняйте душ ваших скотом и птицею и всем пресмыкающимся по земле, что отличил Я, как нечистое.
26 Будьте предо Мною святы, ибо Я свят Господь, и Я отделил вас от народов, чтобы вы были Мои.
27 Мужчина ли или женщина, если будут они вызывать мертвых или волхвовать, да будут преданы смерти: камнями должно побить их, кровь их на них.
|
ლევიანნი
თავი 20
1. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2. ისრაელიანებს უთხარი: თუ ვინმე ისრაელიანთაგან ან მდგმურთაგან, რომელიც ისრაელში მდგმურობს, თავის ნაშიერს მოლოქისთვის გასწირავს, იგი უნდა ჩაიქოლოს.
3. პირს მივაბრუნებ ამ კაცისკენ და მოვკვეთ მას თავისი ხალხის წიაღიდან, რადგან თავისი ნაშიერი გასწირა მოლოქისთვის, რომ ჩემი საწმიდარი გაეუწმიდურებინა და ჩემი წმიდა სახელი შეეგინებინა.
4. თუ ხალხი თვალს მოარიდებს ამ კაცს, როდესაც იგი თავის შვილს მოლოქისთვის სწირავს, და არ მოკლავს მას,
5. მე მივაპყრობ პირს ამ კაცისკენ და მის საგვარეულოსკენ და ხალხის წიაღიდან მოვკვეთ მას და მის კვალზე ყველა გაუკუღმართებულს, რომლებიც უკუღმართობენ მოლოქის კვალზე.
6. თუ ვინმე ჯადოქრებს და მკითხავებს მიმართავს, რომ მათ კვალზე იუკუღმართოს, მე პირს მივაპყრობ მას და მოვკვეთ თავისი ხალხის წიაღიდან.
7. წმიდაჰყავით თქვენი თავი და წმიდები იყავით, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
8. დაიცავით ჩემი წესები და შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედელი.=2.2.7б.6)
9. ვინც თავის მამას და დედას შეურაცხყოფს, უნდა მოკვდეს. თავისი მამა და თავისი დედა შეურაცხყო, მასზეა მისი სისხლი.
10. ვინც გათხოვილ ქალთან იმრუშებს, ვინც თავისი ახლობლის ცოლთან იმრუშებს, უნდა მოკვდეს როგორც მემრუშე კაცი, ისე მემრუშე ქალი.
11. ვინც მამის ცოლთან დაწვება, თავის მამას სიშიშვლეს ახდის, ორივენი უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი.
12. ვინც თავის რძალთან დაწვება, ორივენი უნდა მოკვდნენ. სისაძაგლე აქვთ ჩადენილი. მათზეა მათი სისხლი.
13. ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი.
14. ვინც ცოლად ითხოვს ქალიშვილს და მის დედას, ეს გარყვნილება იქნება. ცეცხლში უნდა დაიწვან კაციც და ქალებიც, რომ არ იყოს გარყვნილება თქვენს შორის.
15. ვინც საქონელთან დაიჭერს კავშირს, უნდა მოკვდეს და საქონელიც უნდა მოკლათ.
16. თუ ქალი საქონელთან სამაკინტლოდ მივა, მოკალი ქალიც და საქონელიც. უნდა დაიხოცონ. მათზეა მათი სისხლი.
17. ვინც წაიყვანს თავის დას, თავისი მამის ასულს, ან თავისი დედის ასულს, და ორივენი დაინახავენ ერთმანეთის სიშიშვლეს, სამარცხვინოა და უნდა მოიკვეთონ თავიანთი ხალხის თვალწინ. თავის დას სიშიშვლე აჰხადა. ცოდვა აწევს.
18. ვინც წიდოვან ქალთან დაწვება და სიშიშვლეს გამოუჩენს, კაცი სადინელს გაუშიშვლებს და ქალი სისხლის სადინელს გამოაჩენს, ორივენი უნდა მოიკვეთონ თავისი ხალხის წიაღიდან.
19. შენი დედის დას და შენი მამის დას სიშიშვლე არ გამოუჩინო, რადგან ეს საკუთარი ხორცის გაშიშვლებაა, ცოდვა დაედებათ.
20. ვინც ბიცოლასთან დაწვება, ბიძის სიშიშვლეს გამოაჩენს, მათ ცოდვა დაედებათ: უშვილოები დაიხოცებიან.
21. ვინც ძმის ცოლს ითხოვს, ეს აღრევა იქნება. ძმის სიშიშვლე გამოაჩინა, უშვილოები იქნებიან.
22. დაიცავით ყველა ჩემი წესი და ყველა ჩემი სამართალი, შეასრულეთ ისინი, რომ არ გადმოგანთხიოთ მიწამ, სადაც შეგიყვანთ საცხოვრებლად. =3.41.6.
23. ნუ მოიქცევით იმ ხალხთა წესებზე, რომლებიც უნდა ავყარო თქვენგან, რადგან ყველაფერს ამას ისინი სჩადიოდნენ, და მე განვურისხდი მათ.
24. მე გითხარით: თქვენ დაისაკუთრებთ მათ მიწა-წყალს. მე გაძლევთ მას დასასაკუთრებლად, ქვეყანას, სადაც რძე და თაფლი მოედინება. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგარჩიეთ სხვა ხალხებისგან.
25. გაარჩიეთ ერთმანეთისგან წმიდა და უწმიდური ცხოველი, წმიდა და უწმიდური ფრინველი; და ნუ წაიბილწავთ თავს ცხოველით, ფრინველით და ყველაფრით, რაც კი დედამიწაზე დახოხავს, რომლებიც გაგიცალკევეთ, როგორც უსურმაგნი.
26. წმიდები იყავით ჩემთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, და გამოგარჩიეთ სხვა ხალხებისაგან, რომ ჩემი ყოფილიყავით.
27. თუ ვინმე აღმოჩნდა თქვენში ჯადოქარი ან მკითხავი, კაცი იქნება თუ ქალი, უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლონ. მათზეა მათი სისხლი.
Данный материал взят с сайта http://www.orthodoxy.ge
|